საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ბსუ-ს სტუდენტებს შეხვდა 

23.სექტემბერი.2019

  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი  გიორგი მანველიძე და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო გოგოტიშვილი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ. 

  საკანონმდებლო ორგანოების წევრებმა სტუდენტებს  ახალი  სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

  შეხვედრის ბოლოს დეპუტატებმა სტუდენტებს ირაკლი კობახიძის „კონსტიტუციური სამართალი“ უსახსოვრეს.

სურათები