საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

დავით გაბაიძე სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა

22.დეკემბერი.2016

22 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს თამაზ შავაძეს, მის მოადგილეს ჯუმბერ ტუღუშსა და ამავე პალატის გენერალურ დირექტორს ედნარ ბოლქვაძეს შეხვდა.

სტუმრებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ჩვენი რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცეს და ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს წარმატებები უსურვეს.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

სურათები