საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ბიურომ ცვლილება დაამტკიცა

21.დეკემბერი.2016

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 21 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის ბიუჯეტის დეტალურ გაწერაში ცვლილების შეტანის შესახებ მოხსენებით საერთო დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ილია თურმანიძე წარსდგა.

წარმოდგენილ პროექტს ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს.

კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა.

სურათები