საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

კომიტეტმა ინფორმაცია ცნობად მიიღო

21.ივნისი.2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ მოისმინეს უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა.

ინფორმაცია ამჯერადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, სამინისტროებს 100 მილიონი ლარის პროექტები აქვთ, რომლებიც მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

სხდომაზე ინფორმაცია წარმოადგინა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ. კანონმდებლებმა მას ჯანდაცვის მიმართულებით კომიტეტის წინადადებები და რეკომენდაციები გააცნეს.

მომხსენებლებმა უპასუხეს უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს. წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო.

სურათები