საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

უმაღლეს საბჭოში მორიგი მემორანდუმი გაფორმდა

15.მაისი.2019

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტსა და ორ არასამთავრობო ორგანიზაციას  შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს კომიტეტის თავმჯდომარის მოდგილემ ილია ვერძაძემ, „ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარჯანიშვილმა და „Truth hounds-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, პროექტ - “Tbilisi Shelter City-ს“ კოორდინატორმა სვიტლანა ვალკომ მოაწერეს ხელი.

 მემორანდუმი აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტსა და ზემოთ აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პროექტის - “Batumi Shelter City-ს” ფარგლებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. 6-პუნქტიანი დოკუმენტის მიზანი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის დემოკრატიული სტანდარტების, პრაქტიკის განვითარების, უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოს შექმნის ხელშეწყობაა, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან, მათთვის რელოკაციის პროგრამის, სამედიცინო სერვისების, საგანმანათლებლო ტრენინგებისა და კომპეტენციის ასამაღლებელი კურსების შეთავაზებით.

სურათები