საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

მთავრობის შემადგენლობას ორშაბათის რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს

16.დეკემბერი.2016

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს. შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 16 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, მთავრობის შემადგენლობაზე საკანონმდებლო ორგანოს კომისიებსა და ფრაქციებში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ.

მინისტრობის ოთხივე კანდიდატმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს საკუთარი ხედვები და სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები გააცნო. მათ ასევე უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს და განმარტეს ცალკეულ მიმართულებებთან დაკავშირებული რიგი საკითხები. კომისიებსა და ფრაქციებში მომზადდა შესაბამისი დასკვნები.

სურათები