საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელთან

28.მარტი.2019

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ქალბატონ ლუიზა ვინტონს შეხვდა.

  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ:
- ნინო ანთიძე - UNDP-ის გარემოსდაცვითი მიმართულების ხელმძღვანელი;
- ლაშა ნაკაშიძე - აჭარის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროექტის მენეჯერი;
- ირაკლი გორაძე - საქართველოს დაცული ტერიტორიების მდგრადობის მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორი;

   შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე პროექტები, აგრეთვე  გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლების გადამზადების შესაძლებლობები.

სურათები