საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დავით გაბაიძე პარლამენტში გამართულ შეხვედრას დაესწრო

20.მარტი.2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკისა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის ქვემო სილეზიის მარშალთან - ცეზარ ფშიბილსკისთან და მის თანმხლებ, 12-კაციან დელეგაციასთან საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას დაესწრო.

 მხარეებმა ქვეყნებს შორის  ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

-აჭარასთან დამეგობრებული რეგიონის, ქვემო სილეზიის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მარტო მეგობრული ურთიერთობებისთვის, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისითაც. პარლამენტში გამართული შეხვედრა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ასეთი ურთიერთობების განვითარებისთვის, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, პარლამენტის წევრები არჩილ ხაბაძე და გელა სამხარაული ესწრებოდნენ.

სურათები