საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ქალთა დღე  ამაგდარ თანამშრომელთან

08.მარტი.2019

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი საკანონმდებლო ორგანოს  ამაგდარ თანამშრომელს - თამარ კალფას მიულოცა.

   საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე  ქალბატონ თამარს სახლში ეწვია და გაზაფხულის მშვენიერი დღესასწაულის აღსანიშნავად ყვავილები და სამახსოვრო საჩუქარი მიართვა. თამარ კალფა რამდენიმე ათეული წელია ერთგულად ემსახურება აჭარის უმაღლესი საბჭოს  სასესიო დარბაზსა და   მის სტუმრებს.

   ქალბატონმა თამარმა მოულოდნელ სტუმარს მადლობა გადაუხადა დაფასებისა და ყურადღებისათვის.

სურათები