საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

კანონპროექტის განხილვა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გაგრძელდება

05.ნოემბერი.2018

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს.

 საკითხი სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ დიასამიძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს.

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

სურათები