საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

 კონკურსის მეორე ეტაპის  შედეგები ცნობილია

13.ოქტომბერი.2018

     საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლის კანდიდატის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს მოუსმინა.

     მეორე ეტაპზე გადასული 10 კონკურსანტიდან კომისიის წინაშე მაუწყებლის განვითარების საკუთარი კონცეფციით მხოლოდ 8 წარსდგა. ოლღა ჟღენტმა კანდიდატურა მეორე ეტაპის დაწყებამდე მოხსნა, ხოლო ნუგზარ (ბაჩუკი) ჩხეიძემ საკონკურსო კომისიას გამოუცხადებლობის შესახებ სატელეფონო შეტყობინება გამოუგზავნა.

     თითოეულ კონკურსანტს კონცეფციის წარდგენისათვის 15 წუთი ჰქონდა. კანდიდატებმა ასევე უპასუხეს კომისიის წევრების შეკითხვებს, რის შემდეგაც გაიმართა  ფარული კენჭისყრა. 

     საბოლოო შედეგებით, 6-მა კანდიდატმა დააგროვა ხმების შესაბამისი რაოდენობა. ესენია: ნათია სირაბიძე, გიგა ჩხარტიშვილი, დიანა ვაშაყმაძე, ემზარ დიასამიძე, ნერონ აბულაძე და რაულ ბერიძე.

       

 

სურათები