საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

საკონკურსო კომისიას ერმილე მესხია უხელმძღვანელებს

03.ოქტომბერი.2018

             

    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლის კანდიდატის შესარჩევ საკონკურსო კომისიას  ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ერმილე მესხია უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება 5-კაციანმა საკონკურსო კომისიამ პირველ სხდომაზე მიიღო.

    კომისიის წევრებმა  ამავე სხდომაზე კომისიის მდივნად ბათუმის სახლემწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ადამ მახარაძე დაასახელეს.

    სხდომაზე იმსჯელეს და შეიმუშავეს მრჩევლობის კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულება.

    საკონკურსო კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2018 წლის N 6 განკარგულებით შეიქმნა.

სურათები