საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დავით გაბაიძე მოსწავლეებსა და პადაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

17.სექტემბერი.2018

     

    გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, პედაგოგებსა და თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულების ტექნიკურ პერსონალს! გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.

     განათლებული მომავალი თაობა, თითოეული სახელმწიფოს მომავალია, სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი განათლებაა. ამ მიმართულებით ქვეყანამ არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა რეფორმები კვლავაც გრძელდება და მათი მიზანი მოსწავლეებისათვის, მათი პედაგოგებისათვის ღირსეული გარემოს შექმნა და თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვაა, ვინაიდან მაღალი ხარისხის განათლება მომავლის საუკეთესო ინვესტიციაა.

                                                                                                                                            

                                                                                                                             პატივისცემით,

                                                                                                                აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

                                                                                                                უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

                                                                                                                 დავით გაბაიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

სურათები