საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

აირჩიეს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

30.ნოემბერი.2016

30 ნოემბერს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა. სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. დღის წესრიგის პირველი საკითხის თანახმად, კომისიის მოადგილის თანამდებობაზე დავით თედორაძის კანდიდატურა კოლეგებს კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარუდგინა. ფარული კენჭისყრით ის ერთხმად აირჩიეს აღნიშნულ თანამდებობაზე. ამავე სხდომაზე კანონმდებლებმა განიხილეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების პროექტი და ერთხმად დაუჭირეს მხარი ბიუროს სხდომაზე მისი გატანის საკითხს.

სურათები