საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

დავით გაბაიძე კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო

24.აგვისტო.2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თბილისში, საქართველოს პარლამენტში, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო.

-დღეს საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე აღინიშნება და ამ დღეს, ჩვენ სიმბოლურად დავამთხვიეთ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია.  ამიერიდან, საქართველოს აქვს სრულყოფილი, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც იმის უმთავრესი გარანტიაა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდება, - განაცხადა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მხარდაჭერისთვის. მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ დღევანდელი პრეზენტაცია გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს დაემთხვა.

სურათები