საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

მერაბ კარანაძემ მორწმუნეებს რამადან-ბაირამი მიულოცა

15.ივნისი.2018

                        

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე  ბათუმის ორთაჯამეში რამადან ბაირამის ლოცვას დაესწრო და მორწმუნეებს საღვთო დღესასწაული მიულოცა.

      მუსლიმანებს დღესასწაული  დასავლეთ საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის მთავრობის წევრებმა მიულოცეს.

      რამადან ბაირამი, (იგივე: ფითირ ბაირამი, ურაზა ბაირამი, ქუჩუკ-ბაირამი, შექერ-ბაირამი), მუსლიმური კალენდრის მიხედვით, მეცხრე თვეა და, როგორც წესი, 30-დღიანი მარხვის დასრულების შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ეხმარებიან შეჭირვებულებს,  საფლავებზე გადიან და  ტკბილეული გააქვთ.

 

 

 

სურათები