საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

13 აპრილს ქედაში სამუშაო შეხვედრა გაიმართება

12.აპრილი.2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წელს განსახორციელებელ პროგრამებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 13 აპრილს, 11 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდებიან.

სურათები