საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

„ახალი ტალღა“   55 წლისაა

24.მაისი.2018

                                   

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე, ქობულეთში, საზოგადოებრივი კოლეჯის - „ახალი ტალღის“ 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

      თავის მისასალმებელ სიტყვაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ პროფესიული განათლების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

      უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა, მოწვეულმა სტუმრებმა კოლეჯის ადმინისტრაციას, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

         ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ხელისუფლების, საქართველოში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ესტონეთის, გერმანიისა და პოლონეთის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

       საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ინფო-ტური, სტუდენტთა ნამუშევრების, კოლეჯში არსებული პროფესიული პროგრამების გამოფენა და კონფერენცია თემაზე -„საერთაშორისო პროექტები პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებთან“.

 

 

სურათები