საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ცოტნე ანანიძე რაიან კოენიგს შეხვდა

11.აპრილი.2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესთან - დავით გაბაიძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი რაიან კოენიგი საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ცოტნე ანანიძეს შეხვდა.

უმაღლესი საბჭოს წევრისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლის შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა გახლდათ.

საუბარი ასევე შეეხო ამ მეტად მნიშვნელოვან სფეროში კანონმდებლებსა და საელჩოს წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანაშრომლობის პერსპექტივებს.

სურათები