საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ბათუმი მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირს მასპინძლობს

13.მაისი.2018

               

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე, ირაკლი ჭეიშვილი, ხვიჩა შარაშიძე, ბათუმის სასპორტო სკოლაში, ცნობილი სპორტსმენის - მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს დაესწრნენ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

         სპორტულ ასპარეზობაში,  რომელიც  ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით წელს მეშვიდედ იმართება, 12 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს და პირველობისათვის ბრძოლა 10 წონით კატეგორიაში ორი დღის განმავლობაში გრძელდება.

   ტურნირს, ცნობილ სპორტსმენებთან ერთად, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგატი - ირანელი ემამი მოჰამად ებრაჰიმი და სამგზის მსოფლიო და ერთგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - მაიკლ ბულმანი ესწრებიან.

   აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს საფინალო ტურნირში გასვლა მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

   -მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირი ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამ დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ჩატარება, - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა.

      ტურნირის საპატიო სტუმრებს მუხრან ვახტანგაძემ სპეციალური დიპლომები და ლევან ჯიოშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი - „მუხრან ვახტანგაძე“ უსახსოვრა.

 

 

 



სურათები