საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

02.ივლისი.2026
ხაინდრავას თქმით, „ფორმულას“ რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც, „ფორმულას“ წყარო უყვება, რომ „2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუსთან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა", არის ტყუილი.
მისი თქმით, თუ ეს ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება, მას და რეპორტაჟში ნახსენებ სხვა პირებს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო თუ სასამართლო ცილისწამების საქმეზე გოგა ხაინდრავას სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, „ფორმულას“ მხოლოდ ბოდიშის მოხდა დაეკისრება. ხაინდრავა სვამს შეკითხვას - არის ეს თანაწონადი?