data:application/vnd.ms-word;charset=utf-8,
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
|
თავი I
ზოგადი დებულებანი
|
მუხლი 1 |
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში. 3. მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრებისაგან. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან სახელოვნებო საქმიანობისა. |
მუხლი 2 |
1. მთავრობა თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, საქართველოს კანონების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 2. მთავრობა უფლებამოსილია გადაწყვიტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებული ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის თანახმად არ განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას. მთავრობას შეუძლია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის, გარემოს დაცვის სფეროში, განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელებაც საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან. |
მუხლი 3 |
1. მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით.
2. დაუშვებელია მთავრობის შემადგენლობაში ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა რაიმე სტრუქტურის/ორგანოს შექმნა ან არსებობა. 3. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში –უმაღლესი საბჭო) წინაშე. |
თავი II
მთავრობის ფორმირების წესი
|
მუხლი 4 |
1. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
2. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იმავე ან სხვა შემადგენლობას, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში. |
მუხლი 5 |
1. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.
2. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
3. უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 21 დღისა უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობას უცხადებს მთავრობას. |
თავი III
მთავრობის კომპეტენცია |
მუხლი 6 |
მთავრობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში:
ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას; ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს; გ) ამტკიცებს მთავრობის აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას; დ) ქმნის მთავრობის სათათბირო ორგანოებს და ამტკიცებს მათ დებულებებს; ე) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აქტი; ვ) შეიმუშავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს; თ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს მათ დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს. კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი ან სასპორტო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ამტკიცებს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში თანამდებობათა სარგოებს; კ) ხელს უწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტუნარიანი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ფორმირებას; ლ) ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვას; მ) ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სპორტული დაწესებულებების შექმნას, მართვასა და მხარდაჭერას; ნ) მონაწილეობას იღებს ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის საკითხების გადაწყვეტაში, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ო) უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მართვას; პ) უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას, ხელს უწყობს მშენებლობასა და ურბანულ განვითარებას; ჟ) ქმნის სათანადო პირობებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტურიზმისა და სპორტის განვითარებისათვის; რ) უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე; ს) უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას;
ტ) ახორციელებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საარქივო სამსახურის მართვას; |
მუხლი 7 |
1. მთავრობის სამართლებრივი აქტებია დადგენილება და განკარგულება.
2. მთავრობის დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ხოლო განკარგულება ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. მთავრობის ნორმატიული აქტის მომზადების, მიღება-გამოცემისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით. 3. მთავრობის სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. 4. მთავრობის სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე. |
მუხლი 8 |
1. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება:
ა) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე; ბ) უმაღლესი საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისას; გ) მთავრობის თავმჯდომარის გადადგომისას ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტისას; დ) უმაღლესი საბჭოს დათხოვნისას .
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. |
თავი IV
მთავრობის ხელმძღვანელობა |
მუხლი 9 |
1. მთავრობის თავმჯდომარე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს; გ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას; დ) უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს; ე) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; ვ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს; ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში; თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი მინისტრის წარდგინებით საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს – არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით და მათ მოადგილეებს არაუმეტეს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს; კ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას უმაღლეს საბჭოში; ლ) ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს, გარდა კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონისა; მ) კოორდინაციას უწევს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობას;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის აპარატის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; |
მუხლი 10 |
მთავრობის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მთავრობის საქმიანობისათვის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე.
|
მუხლი 11 |
1. მთავრობის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას; ბ) გარდაცვალებისას; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; დ) მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტისას; ე) კანონით შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას; ვ) საარჩევნო უფლების დაკარგვისას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების ან საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი საბჭოსათვის წერილობითი განცხადებით მიმართვის მომენტიდან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე; ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; გ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღებისთანავე. |
მუხლი 12 |
1. მთავრობის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მინისტრი მთავრობის თავმჯდომარის დავალებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უფლება არა აქვს:
ა) თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი; |
მუხლი 13 |
1. ის პირები, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული არიან არაუმეტეს თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით/ან განსაზღვრული ვადით, თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ახალი თანამდებობის პირის (ორგანოს) დანიშვნამდე (დამტკიცებამდე).
2. მთავრობის თავმჯდომარე/მთავრობა უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, ან ხელმძღვანელის/კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის ინიციატივით გაათავისუფლოს თანამდებობიდან ამ კანონის თანახმად უფლებამოსილების ვადით/ან განსაზღვრული ვადით დანიშნული პირი. |
თავი V
მთავრობის საქმიანობის ორგანიზება
|
მუხლი 14 |
1. მთავრობა თავის საქმიანობას წარმართავს მთავრობის სხდომების მეშვეობით.
2. მთავრობის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც. 3. მთავრობის სხდომას იწვევს, ხელმძღვანელობს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე ან მისი დავალებით ერთ-ერთი მინისტრი. 4. მთავრობის სხდომაში მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები მონაწილეობენ პირადად. თუ მთავრობის სხდომაზე მინისტრის დასწრება შეუძლებელია, იგი ამის შესახებ წინასწარ ატყობინებს მთავრობის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია სხვა პირების მოწვევაც. 5. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ. 6. მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვისა და სხდომაზე საკითხის განხილვის წესი განისაზღვრება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
7. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. |
მუხლი 15 |
1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლის მიზნით იქმნება მთავრობის აპარატი.
2. მთავრობის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მთავრობის თავმჯდომარე. 3. მთავრობის აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე – არაუმეტეს მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით. 4. მთავრობის აპარატის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს; გ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აპარატის მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს მთავრობის სხდომებში, ხელს აწერს მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებს, აგრეთვე აპარატის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
ვ) სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის მთავრობის აპარატის სახელით; |
მუხლი 16 |
მთავრობის აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის ორგანიზება და საშტატო ნუსხა ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება მთავრობის სამართლებრივი აქტით.
|
თავი VI
მთავრობის სათათბირო ორგანოები
|
მუხლი 17 |
1. მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობას, მთავრობის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები. ასევე, გარკვეული საკითხის შესწავლის მიზნით შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფები.
2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობა. 3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს შესაბამისი დაწესებულებებისაგან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები. 4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობას, მთავრობის წევრს. 5. სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე ან პირი, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. |
თავი VII სამინისტრო |
მუხლი 18 |
1. სამინისტრო იქმნება ამ კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მმართველობის უზრუნველსაყოფად.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებია: ა) განათლების, კულტურისა და სპორტის; ბ) სოფლის მეურნეობის; გ) ფინანსთა და ეკონომიკის; დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის. |
მუხლი 19 |
1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით. 3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 5. სამინისტრო ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. |
მუხლი 20 |
1. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.
2. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. 3. საკითხზე, რომელიც კანონის შესაბამისად შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში, მაგრამ არ მიეკუთვნება არცერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. მთავრობა ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო გადაწყვეტილებას არ იღებს ან გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს. |
მუხლი 21 |
1. სამინისტროს დებულებას შესაბამისი მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
2. სამინისტროს დებულება უნდა შეიცავდეს: ა) სამინისტროს სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს; ბ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს და ამოცანებს; გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზებას, ხელმძღვანელთა უფლებამოვალეობას; დ) სამინისტროს სისტემას, სტრუქტურას, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას; ე) სხვა არსებით საკითხებს სამინისტროს საქმიანობის ორგანიზების შესახებ. |
მუხლი 22 |
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი.
2. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის, მათ შორის მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის; გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; დ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეებს, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს; ვ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ, პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; ზ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში; თ) ასრულებს მისთვის საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებებით და სამინისტროს დებულებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 3. მინისტრს უფლება აქვს თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი. 4. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე. 5. მინისტრი პასუხისმგებელია შესაბამისი ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 23 |
1. მინისტრი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.
2. მინისტრის ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. მინისტრის ნორმატიული აქტის მომზადების, მიღება-გამოცემისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით. 3. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის. 4. მინისტრის ნორმატიული ხასიათის ბრძანება სავალდებულოა შესასრულებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 5. თუ საკითხი ერთდროულად შედის რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროში, მათი შეთანხმებით შესაძლებელია ერთობლივი ბრძანების გამოცემა. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. |
მუხლი 24 |
1. მინისტრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას; ბ) გარდაცვალებისას; გ) მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში; დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; ე) მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტისას; ვ) კანონით შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას;
ზ) საარჩევნო უფლების დაკარგვისას. |
მუხლი 25 |
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები თანამდებობაზე ინიშნებიან არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით. მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ხოლო უფლებამოსილებანი – მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის მოადგილე კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცალკეული დარგობრივი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საქმიანობას, ახორციელებს და კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და სხვა დავალებების შესრულებას.
3. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ან მინისტრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აგრეთვე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ასრულებს მინისტრის მოვალეობას. |
მუხლი 26 |
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ სამინისტროს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. |
თავი VIII
საქვეუწყებო დაწესებულებები
|
მუხლი 27 |
1. საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას. 2. საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს ამ კანონის შესაბამისად, ან მთავრობის დადგენილებით. |
მუხლი 28 |
1. საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და შესაბამის სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.
2. საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს მთავრობა შესაბამისი მინისტრის წარდგინებით. 3. საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. |
მუხლი 29 |
1. საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი მინისტრის წარდგინებით იღებს მთავრობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ სამინისტროს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
3. საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |
თავი IX
სამსახურებრივი ზედამხედველობა
|
მუხლი 30 |
1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა.
2. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია: ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ; ბ) შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება; გ) ცნოს აქტი ძალადაკარგულად. 3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს. 4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით. 5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია დაქვემდებარებული დაწესებულებებისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირებისაგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. დაქვემდებარებული დაწესებულება ვალდებულია დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინოს არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.
6. მთავრობის თავმჯდომარე/მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. |
მუხლი 31 |
1. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება კანონმდებლობას.
2. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლში მითითებულ თანამდებობის პირთა/ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.
3. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს მის პირველ მოადგილეს. |
მუხლი 32 |
1. თანამდებობის პირის აქტი ან მოქმედება შეიძლება ცნობილ იქნეს ძალადაკარგულად მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ აქტი ან მოქმედება აშკარად არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს ან იწვევს შესაბამისი ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ გამოყენებას, ან სხვა ხერხით ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
2. მიზანშეუწონლობის მოტივით არ შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ან მოქმედება, რომელიც გამოცემულია ან შესრულებულია საჯარო სამსახურის ორგანიზებისას, აგრეთვე სხვა აქტი ან მოქმედება, რომლის გამოცემის ან შესრულების პირობები გამომდინარეობს კანონიდან ან სხვა სამართლებრივი აქტებიდან. |
მუხლი 33 |
1. სამართლებრივი დავა სამინისტროებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებს შორის წყდება ქვემდებარეობის წესით, თუ კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული დავის გადაწყვეტის სხვა წესი.
2. სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის წყვეტს მინისტრი. |
თავი X
ურთიერთობა უმაღლეს საბჭოსთან
|
მუხლი 34 |
1. მთავრობა, მთავრობის წევრი ვალდებულია უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე გასცეს დროული და სრული პასუხი. წერილობითი პასუხი გაცემული უნდა იქნეს კითხვის მიღებიდან 15 დღეში. შესაბამის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით.
2. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე ან მთავრობის შესაბამისი წევრი. |
მუხლი 35 |
1. უმაღლესი საბჭოს ფრაქციის, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციანი ჯგუფის მიერ ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვის ადრესატი ვალდებულია პირადად უპასუხოს დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას. პასუხს ხელს აწერს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან მთავრობის შესაბამისი წევრი. 2. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი უმაღლეს საბჭოში წარსდგება, როგორც წესი, ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში პლენარული სხდომის დღეს და უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა. |
მუხლი 36 |
1. მთავრობის თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ. 2. მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენის ზუსტ დროს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს ბიურო მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. |
მუხლი 37 |
1. მთავრობის ცალკეული წევრი, გარდა მთავრობის თავმჯდომარისა, ვალდებულია წელიწადში არანაკლებ ერთხელ, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გააკეთოს მოხსენება შესაბამისი სამინისტროს საქმიანობის შესახებ (მინისტრის საათი). მოხსენება, ასევე, უნდა შეეხოს იმ საკითხებს, რომლებიც მინისტრის წინაშე იქნება დასმული. 2. მთავრობის შესაბამის წევრს უმაღლეს საბჭოში წარდგენამდე არაუგვიანეს 10 დღისა ეგზავნება კომიტეტების მიერ შედგენილი საკითხები, რომლის გარშემოც უნდა წარიმართოს მინისტრის საათი. მინისტრი უფლებამოსილია არ ისაუბროს ამ ვადის დაგვიანებით მიწოდებულ საკითხებზე. |
მუხლი 38 |
1. მთავრობის წევრი უფლებამოსილია უმაღლეს საბჭოს მიმართოს მოსმენის მიზნით.
2. მთავრობის წევრი ვალდებულია უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას სურს უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვა. |
მუხლი 39 |
უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
|
მუხლი 40 |
მთავრობის თავმჯდომარე არაუგვიანეს 1 ნოემბრისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტს.
|
მუხლი 41 |
1.ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. 2. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. |
მუხლი 42 |
ამ თავთან დაკავშირებული სხვა
საკითხები წესრიგდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი XI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
|
მუხლი 43 |
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და სამინისტროებმა ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, უზრუნველყონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ცვლილებებთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება.
2. ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებები დაექვემდებარონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს საქვეუწყებო დაწესებულებებად შემდეგნაირად: ა) საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს; ბ) ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს; გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო – სოფლის მეურნეობის სამინისტროს; დ) საარქივო სამმართველო – განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებები წარმოადგენენ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამონაცვლე დაწესებულებებს. |
მუხლი 44 |
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის 29 ივლისის №017/16 კანონი (ა.ა.რ.ს.მ. №11, 21.08.2004 წელი). 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
ჩაქვი, 20 დეკემბერი 2018 წ. N79-უ.ს.შ.ს.
|