css3 dropdown menu by Css3Menu.com

13 მარტი 2017 წელი

გენდერული თანასწორობის საბჭო ,, მერსი ქორპსის წარმომადგენლებს შეხვდა

10 მარტს, უმაღლეს საბჭოში აჭარის ა.რ. მე- 4 მოწვევის უმაღლესი საბჭოს ახლად შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ნინო ჩხეტიამ და ცოტნე ანანიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორპსი”-ს (Mercy Corps), მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენლებთან საქართველოში.

ორგანიზაცია ჩვენს ქვეყანაში 2000 წლიდან მუშაობს, რომლის მიზანს წარმოადგენს სტაბილური, დაცული თემების შექმნა რეგიონებში, რომლებზეც განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს სიღარიბე და კონფლიქტები. ამდენად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაჭირვების, სიღარიბის და ჩაგვრის შემცირებაში, ადამიანებისთვის უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობის საქმეში. მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენლებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს გააცნეს მათი საქმინობის გენდერული ასპექტები, 2 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გენდერული თანასწორობის საბჭო აჭარის რეგიონში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გავრცელების მიზნით, აჭარის მუნიციპალიტეტში არსებულ ქალთა ოთახებთან და ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან, პროგრამის განხორციელების პროცესებში თანამშრომლობას დაჰპირდა.

შეხვედრის დასასრულს მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენლებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები 17 მარტის კონფერენციაზე - „თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ მიიწვიეს. პროგრამა ხორციელდება საერთაოშრისო ორგანიზაცია „მერსი ქორპსის“ მიერ შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

« უკან დაბრუნება


Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია