css3 dropdown menu by Css3Menu.com

24 თებერვალი 2017 წელი

საქართველოს ოკუპაცია, ბოლშევიკური ინტერპრეტაციები

"საქართველოს ოკუპაცია, ბოლშევიკური ინტერპრეტაციები 1921" - ამ სახელწოდების წიგნის წარდგინება 24 თებერვალს, აჭარის საარქივო სამმართველოში გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები: მერაბ კარანაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ნინო ჩხეტია, ნუგზარ სურმანიძე და ხვიჩა შარაშიძე ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ოკუპაციისა და ბოლშევიკური რეპრესიების შესახებ გამოცემული უახლესი წიგნები: „ქართული დისიდენტური მოძრაობის ისტორია“, „მშვიდობით ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!“ და „ბოლშევიკური წესრიგი საქართველოში“ 2 ტომად, რომლებშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული მასალებია წარმოდგენილი. მათში აღწერილია 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლა, იუნკერთა ბრძოლა, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები, გამოქვეყნებულია დოკუმენტები დიდი ტერორის შესახებ.

ღონისძიება აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსმა მაკა ივანიშვილმა გახსნა. საბჭოთა ოკუპაციისა ბოლშევიკური ინტერპრეტაციების შესახებ დაცული და წარმოდგენილი მასალების შესახებ ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ, შსს-ს არქივის დირექტორმა ოთარ თუშურაშვილმა, ისტორიკოსმა რამაზ სურმანიძემ, აჭარის საარქივო სამმართველოს თანამშრომლებმა. .

საზოგადოებას წარუდგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი "1921".

წიგნის პრეზენტაცია საბჭოთა ოკუპაციის 96-ე წლისთავს მიეძღვნა.

« უკან დაბრუნება


Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია