css3 dropdown menu by Css3Menu.com

20 აპრილი 2017 წელი

ცვლილება გენდერული საბჭოს შემადგენლობაში

20 აპრილს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა, რომელზეც ამავე საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ საბჭოს შემადგენლობის, აპარატის, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია და ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2016-2018 წლების სამოქმედო პროგრამა წარმოადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს გენდერული თანასწორობის საბჭოში ამიერიდან, 8- ის ნაცვლად, 10-წევრი იქნება. საბჭოს ორი დამოუკიდებელი დეპუტატი - პეტრე ზამბახიძე და გიორგი ცინცქილაძე შეემატა.

სხდომაზე გენდერის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის მოსაზრება გამოითქვა. სწორედ ამ მიზნით უახლოეს მომავალში მესამე სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაიგეგმა.

« უკან დაბრუნება


Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია