css3 dropdown menu by Css3Menu.com

16 აპრილი 2017 წელი

ქრისტე აღსდგა-ჭეშმარიტად აღსდგა!

წელს ქრისტიანული სამყარო იესო ქრისტეს აღდგომას 16 აპრილს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში ღამისთევის წირვა აღევლინა. სადღესასწაულო ლიტურღია, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ აღავლინა.

წირვის დაწყებამდე ეკლესიის გარშემო შესრულდა ლიტანიობა, რომელშიც, მრევლთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ტაძარში მისვლამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე, მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში ეწვივნენ და ქრისტეს აღდგომა მიულოცეს. მთავარეპისკოპოსმა ხელისუფლების წარმომადგენლები დალოცა და დღესასწაულის მნიშვნელობა განუმარტა. ამასთან გაიხსენეს სხვადასხვა ეპოზოდები საქართველოს ისტორიიდან და ისაუბრეს რეგიონისთვის საჭირბოროტო თემებზე.

აღდგომას მორწმუნეები დღესასწაულთა დღესასწაულს უწოდებენ. მას წინ 48 დღიანი მარხვა უძღვის.

« უკან დაბრუნება


Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია