css3 dropdown menu by Css3Menu.com

განცხადებები


კომისიების შექმნის წესი და ფუნქციები

საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობის, ასევე ამ ორგანოების მიერ საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლის მიზნით უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის კომისიებს.
კომისიების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
კომისიების უფლებამოსილება, მათი შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა აქტებით.
კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
შეიმუშავებს, განიხილავს და უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს
მონაწილეობს უმაღლეს საბჭოში შემოსული კანონპროექტების განხილვა­გადამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს
განიხილავს უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევ, დასამტკიცებელ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს და დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს
განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას
აკონტროლებს კანონების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს უმაღლეს საბჭოს
ახორციელებს კონტროლს უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს უმაღლეს საბჭოს
წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს
სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით
ახორციელებს ამ რეგლამენტით და სხვა აქტებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.


« უკან დაბრუნება

დღის წესრიგი

21 აპრილი 2017 წელი

გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელება აჭარის რეგიონში 21 აპრილი, 2017 წ. 11:00 სთ.

20 აპრილი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა

20 აპრილი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა




Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია