css3 dropdown menu by Css3Menu.com

განცხადებები


უმაღლესი საბჭოს შესახებ


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლოსაქმიანობას და აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობას და ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვაუფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შედგება საყოველთაო, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 6 დეპუტატისგან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლისოქტომბერში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც პროპორციული სისტემითჩატარებულ არჩევნებში მიიღებენ მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო:

იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურიკანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული გამგებლობისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში; ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს;

აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას; ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს; ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით; უფლებამოსილია სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; აწესებს კონტროლს მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულებაზე; ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს, კომისიების თავმჯდომარეებს, ამტკიცებს კომისიების შემადგენლობასა და პროპორციულიწარმომადგენლობის კვოტებს;

კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში იძლევა თანხმობას თანამდებობის პირების დანიშვნასა და განთავისუფლებაზე; საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით საქართველოს პარლამენტში; უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს; ახორციელებს “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” ასქართველოს კონსტიტუციური კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისკანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს . . .


« უკან დაბრუნება

დღის წესრიგი

21 აპრილი 2017 წელი

გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელება აჭარის რეგიონში 21 აპრილი, 2017 წ. 11:00 სთ.

20 აპრილი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა

20 აპრილი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა




Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია