css3 dropdown menu by Css3Menu.com

განცხადებები



ეკატერინე თარგამაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს“

არჩევის ფორმა: პროპორციული წესით
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“
დაბადების თარიღი: 1975 წლის 6 ნოემბერი
ტელეფონი: (0322) 28 54 39
ელ-ფოსტა: e.targamadze@sca.ge
საქმიანობა უმაღლეს საბჭოში:
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის წევრი;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი;
ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი
განათლება: უმაღლესი, ინჟინერ-ეკონომისტი
1992-1997 წწ. სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტზე. მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია
1998-2001 წწ. სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე წარმოების ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით
ტრენინგები, სწავლების კურსები და სერთიფიკატები::
2014-2015 - TSPS -ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა. სერთიფიკატი: პოლიტიკური სკოლის მსმენელი 2013 - ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD). პოლიტიკური სკოლა. სერთიფიკატი: დემოკრატიის პოლიტიკური სკოლის მსმენელი 2013 - გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში და მუნიციპალური მომსახურების უზრუნველყოფთა ასოციაცია
2000 – GEPA სერთიფიკატი: საერთაშორისო ურთიერთობებისა და ექსპორტის მხარდაჭერა
2005 – საქართველოს სავაჭრო პალატა, JUNIOR ACHIEVEMENT INC სერთიფიკატი: JA ეკონომიქსი
2008 – მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის (APRL) პროფესიული სერთიფიკაციის ორგანო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სერთიფიკატი: უძრავი ქონების შემფასებელი ექსპერტი
2008 – მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია (APRL) სერთიფიკატი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის (NAPRWEB) II დონის ავტორიზებული მომხმარებელი
2008 – მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია (APRL) სერთიფიკატი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის (NAPRWEB) I დონის ავტორიზებული მომხმარებელი
2008 – სწავლებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC) სერთიფიკატი: სტრატეგიული დაგეგმვა/საჯარო პოლიტიკის ანალიზი
2008 – სწავლებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC) სერთიფიკატი: ხარისხის მართვის სისტემები–შიდა აუდიტი ISO 9001
სტაჟირება:
2012 – პროექტი ღია სამყარო (OPEN WORLD), აშშ–ს კონგრესის ბიბლიოთეკა და ჩიკაგოს საერთაშორისო პროგრამების საბჭო – აშშ, ვაშინგტონი, ჩიკაგო სერთიფიკატი: მუნიციპალური ბიუჯეტის განვითარება, პროგრამების შეფასება და მონიტორინგი
კვლევითი პროექტები :
– ადგილობრივი ბიუჯეტირება;
– მცირე ბიზნესის განვითარების პერსპექტივები საქართველოში;
– მეწარმეობის განვითარების პერსპექტივები აჭარის რეგიონში;
– ანტიმონოპოლიური პოლიტიკა და მისი როლი ბიზნესის განვითარებაში;
- უძრავი ქონების შეფასების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება ადგილობრივ ბაზარზე;
- უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ტენდენციები საქართველოში;
– მცირე ბიზნესის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის საერთაშორისო გამოცდილება;
- ადგილობრივი რესურსების როლი რეგიონული ეკონომიკის განვითარებაში;
– მუნიციპალური ბიუჯეტის განვითარება, შეფასება და მონიტორინგი;
– ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო.
დამატებითი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 6 ნოემბერს ქ. ბათუმში
1992-1997 წწ. სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტზე. მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია
1998-2001 წწ. სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე წარმოების ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით
1999– 2004 – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო; 1999 – საგარეო ვაჭრობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 1999–2001 – მინისტრის თანაშემწე; 2001–2004 – მაკროეკონომიკისა და ეკონომიკური რეფორმების განყოფილების უფროსი
2002–2006 – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლექტორ–მასწავლებელი დისციპლინებში: ფირმის ეკონომიკა და მენეჯმენტი, ბიზნესის საფუძვლები, ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი.
2004-2005 წწ. აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი
2005-2006 წწ. თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიაში ეკონომიკური პოლიტიკის ადგილობრივი სამსახურის უფროსი
2006-2007 წწ. თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი
2007–2008 – შპს „GT group” აჭარის რეგიონული ოფისის მენეჯერი
2007–2009 – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა ლექტორ–მასწავლებელი – ფირმის ეკონომიკა და ბიზნესის საფუძვლები
2007–2009 – ამერიკის ურბანული ინსტიტუტი საქართველოში ექსპერტ–კონსულტატნტი საბიუჯეტო და საფინანსო საკითხებში
2008 – ევრაზიის ფონდი და ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონული ცენტრი ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში „ჩემი ქალაქი – ჩემი ფული“ პროექტის ფარგლებში
2009-2010 წწ. თვითმმართველი ქ. ბათუმის მერის თანაშემწე
17.06.2010-28.08.2012 წწ. თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს წევრი, საფინანსო კომისიის თავმჯდომარე
28.10.2012 – დან დღემდე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი
2015 წ.-დან დღემდე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, მიწვეული სპიკერი
ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს
კომპიუტერული პროგრამები: MS office; World, Excel, PowerPoint, Internet
არის დაოჯახებული
<< უკან დაბრუნება

დღის წესრიგი

22 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

16 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა

15 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2017 წლის 16 მარტის N8 სხდომა




Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია