css3 dropdown menu by Css3Menu.com

განცხადებები



გიორგი მასალკინი

„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“

არჩევის ფორმა: პროპორციული წესით
„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“
დაბადების თარიღი: 1961 წლის 15 დეკემბერი
ტელეფონი: (0322) 28 54 07
ელ-ფოსტა: giorgimasalkin@yahoo.com
განათლება: უმაღლესი, ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი
საქმიანობა უმაღლეს საბჭოში:
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი;
ფრაქცია ,,ქართული ოცნება-აჭარის" წევრი
დამატებითი ინფორმაცია
დაიბადა 1961 წლის 15 დეკემბერს ქ. ბათუმში
1984 წელს დაამთავრა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, მინიჭებული აქვს ფილოსოფოსის კვალიფიკაცია
1984-1988 წლებში სწავლობდა ლუგანსკის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში ფილოსოფიის განხრით (დაუსწრებლად)
1984-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ეკონომიკური და სოციოლოგიური კვლევის მეცნიერ-მუშაკად
1989 წლიდან არის საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი
2007 წლიდან საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი
2001-2006 წლებში და 2010-დან 2014 წლის თებერვლამდე - საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე
1991-1996 წლებში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი
1996 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის ლექტორი
1999-2001 წლებში - ,,ღია საზოგადოება-საქართველო“-ს ექსპერტი უმაღლესი განათლების განხრით
2004-2008 წლებში - ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების საბჭოს წევრი
2004-2008 წლებში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი
2009 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
2012 წლის 28 ოქტომბრიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენას
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
<< უკან დაბრუნება

დღის წესრიგი

22 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

16 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა

15 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2017 წლის 16 მარტის N8 სხდომა




Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია