css3 dropdown menu by Css3Menu.com

განცხადებები



რობერტ ჩხაიძე

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

არჩევის ფორმა: პროპორციული წესით
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
დაბადების თარიღი: 1972 წლის 22 ივლისი
ტელეფონი: (0322) 28 54 75
ელ-ფოსტა:
განათლება: უმაღლესი, მშენებელი-ინჟინერი, ეკონომისტი, სამართალმცოდნე
საქმიანობა უმაღლეს საბჭოში:
აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის წევრი;
ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
დამატებითი ინფორმაცია
დაიბადა 1972 წლის 22 ივლისს ქ. ბათუმში
1989 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის №4 საშუალო სკოლა
1989 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალში, სამშენებლო ფაკულტეტზე; სწავლის პარალელურად, 1989-1990 წ.წ. მუშაობდა ”საქსოფ ელექტრომშენის” №2 სსს-ში
1990 წელს სწავლა გააგრძელა ქ. თბილისში და დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია
1997 წელს მუშაობა დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატისტიკის დეპარტამენტის გამოთვლით ცენტრში ოპერატორად; იმავე წელს გადაიყვანეს სახელმწიფო სტატისტიკის ბათუმის საქალაქო სამმართველოს განყოფილების უფროსად
1999 წლიდან მუშაიბდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურში - განყოფილების უფროსად
2000-2003 წ.წ. დაამთავრა ქ. ბათუმის უმაღლესი საფინანსო სკოლა- ეკონომისტის კვალიფიკაციით
2000 წელს პარალელურად ჩაირიცხა და 2004 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაუსწრებელი განყოფილების სამართალმცოდნეობის სპეციალობა.
2004 წლიდან მუშაობდა ქ. ბათუმის ეკონომიკური სამმართველოს ეკონომიკური ანალიზის, პროგნოზირებისა და რეგისტრაციის განყოფილების უფროსად. იმავე წელს გადაიყვანეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის ადმინისტრირების სამმართველოს აჭარა-გურიის განყოფილების უფროსად.
2004 წლის ნოემბრიდან მუშაობდა ქ. ბათუმის მერიის სახელმწიფო შესყიდვების ადგილობრივი სამსახურის უფროსად.
2005 წლის ივნისიდან - ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის ადგილობრივი სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.
2005 წლის დეკემბრიდან დაინიშნა ქ. ბათუმის მერის მოადგილედ.
2007 წლის აგვისტოდან მერის პირველ მოადგილედ.
2007 წლის სექტემბრიდან 2010 წლის 27 აპრილამდე იყო ქ.ბათუმის მერი.
2010 წლის ივნისში მეორედ აირჩიეს ქალაქის მერის თანამდებობაზე, სადაც იმუშავა 2012 წლის აგვისტოს ბოლომდე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ფლობს რუსულ ენას
<< უკან დაბრუნება

დღის წესრიგი

22 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

16 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა

15 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2017 წლის 16 მარტის N8 სხდომა




Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია