css3 dropdown menu by Css3Menu.com

განცხადებები


უმაღლესი საბჭოს ბიურო

უმაღლესი საბჭოს მიმდინარე საქმიანობის ორგანიზების მიზნით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება უმაღლესი საბჭოს ბიურო
უმაღლესი საბჭოს ბიურო ამ რეგლამენტით დადგენილი წესით: შეიმუშავებს და უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტებს, წინადადებებს შეკითხვების განხილვის და პოლიტიკური დებატებისთვის განკუთვნილი სხდომების დანიშვნის შესახებ
უფლებამოსილია საკითხი შეიტანოს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში, თუ დარღვეული არ არის ამ რეგლამენტით განსაზღვრული საკომისიო განხილვის ვადები და წესი;
ამტკიცებს ბიუროს მუშაობის რეგლამენტს, კომისიებისა და სემცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების დებულებებს
წყვეტს ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს
განიხილავს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გასატანი კანონპროექტების შესახებ დასკვნებს, კომისიების ინტერფრაქციული ჯგუფების დასკვნებს, რეზოლუციებისა და მიმართვების პროექტებს
განიხილავს უმაღლესი საბჭოს მიერ დასანიშნ, ასარჩევ და დასამტკიცებელ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს
წყვეტს უმაღლესი საბჭოს იმ წევრების საბინაო პირობებით უზრუნველყოფის საკითხს, რომელთაც არ გააჩნიათ ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი ფართობი და განსაზღვრავს ბინის ქირავნობისათვის საჭირო ფულადი ანაზღაურების ოდენობას
განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ფულადი ანაზღაურების ოდენობას
იღებს გადაწყვეტილებებს უმაღლესი საბჭოს ცალკეულ ორგანიზაციულ საკითხებზე; უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში განიხილავს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერას და ამტკიცებს მას
ახორციელებს ამ რეგლამენტით და სხვა აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრები



  • « უკან დაბრუნება

    დღის წესრიგი

    21 აპრილი 2017 წელი

    გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელება აჭარის რეგიონში 21 აპრილი, 2017 წ. 11:00 სთ.

    20 აპრილი 2017 წელი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა

    20 აპრილი 2017 წელი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა




    Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია