css3 dropdown menu by Css3Menu.com

განცხადებები


ავთანდილ ბერიძე

კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"

არჩევის ფორმა: პროპორციული წესით, "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"
დაბადების თარიღი: 1955 წლის 11 იანვარი
ელ-ფოსტა: avtandil_beridze@sca.ge
განათლება: უმაღლესი, ეკონომისტი
საქმიანობა უმაღლეს საბჭოში:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
დამატებითი ინფორმაცია
1971 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. ბათუმის მე-2 (ამჟამად 1) საშუალო სკოლა;
1971-1974 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენის კოლმეურნეობაში;
1974-1978 წლებში ქ. მოსკოვში, ზვენიგორდის 46 პროფტექნიკურ სასწავლებელში ლაბორანტად;
1979 წელს აჭარის საკონსევო მრეწველობის კომბინატში ჯერ ნორმადარად, შემდეგ პროფკავშირების თავმჯდომარედ;
1983-2012 წლებში სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი კვების და მსუბუქი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის და ხელვაჩაურის რაიონული პროფგაერთიანების თავმჯდომარედ;
1988 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. მოსკოვის კვების მრეწველობის საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადების ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია;
1988 წლიდან ჩაება ეროვნულ მოძრაობაში;
1989 წელს ჩამოაყალიბა "სახალხო ფრონტის" ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაცია, რომელსაც 1996 წლამდე, რესპუბლიკურ პარტიასთან გაერთიანებამდე ხელმძღვანელობდა;
1989 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი;
1991-1996 წლებში იყო აჭარის უზენაესი საბჭოს, ხელვაჩაურის რაიონული და სოფელ ახალშენის საკრებულოს წევრი; 2006-2012 წლებში ხელვაშაურის საკრებულოს წევრი;
2010 წლის შედეგებით ავთანდილ ბერიძე "აჭარის რეგიონში საკრებულოების წევრთა შორის საუკეთესოდ" აღიარეს;
2004-2011 წლებში იყო რესპუბლიკური პარტიის ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე;
2011 წლის მარტში დატოვა რესპუბლიკური პარტიის რიგები და თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი მოძრაობა - "ემსახურე საქართველოს";
2012 წლის 21 აპრილიდან ავთანდილ ბერიძე პოლიტიკურ გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თანადამფუძნებელი და ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეა;
2012 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იყო ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსი;
2012 წლის 28 ოქტომბრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; იცის რუსული და თურქული ენები;
ჰყავს მეუღლე, შვილი და შვილიშვილი
<< უკან დაბრუნება

დღის წესრიგი

22 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

16 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა

15 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2017 წლის 16 მარტის N8 სხდომა




Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია