css3 dropdown menu by Css3Menu.com

განცხადებები



ირაკლი ბარამიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

არჩევის ფორმა: მაჟორიტარული წესით
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ქედა
დაბადების თარიღი: 1975 წლის 3 აპრილი
ტელეფონი: (0322) 28 54 64
ელ-ფოსტა:irakli_baramidze@sca.ge
განათლება:ექიმის კვალიფიკაცია
საქმიანობა უმაღლეს საბჭოში:
ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები" თავმჯდომარე;
აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის წევრი ;
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის წევრი
დამატებითი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 3 აპრილს ქედის რაიონის სოფელ წონიარისში.
1982-1992 წწ. სწავლობდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საშუალო სკოლაში
1992 წელს ჩაირიცხა და 1998 წელს დამმთავრა ქ. ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი და მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარული ზედამხედველობის დეპარტამენტში სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე
1998-2003 წწ. წამყვან სპეციალისტად ტოქსიკოლოგიის მიმართულებით
2003-2004 წწ. მთავარ სპეციალისტად ზოგადი ჰიგიენის მიმართულებით
2004 წ. მთავარ სპეციალისტად ტოქსიკოლოგიის მიმართულებით
2004-2006 წწ. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის სანიტარულ- საკარანტინო კონტროლის სამმართველოს აჭარის სამსახურის უფროსი
2006-2007 წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ზედამხედველობის სამმართველოში განყოფილების უფროსად
2007-2009 წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეა
2009 წლის 29 თებერვლიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე იყო ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი
2012 წლის 28 ოქტომბრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ქედის მაჟორიტარი დეპუტატია
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
იცის რუსული და თუქული ენები
ფლობს რუსულ ენას
<< უკან დაბრუნება

დღის წესრიგი

22 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

16 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა

15 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2017 წლის 16 მარტის N8 სხდომა




Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია