css3 dropdown menu by Css3Menu.com

განცხადებები



მერაბ აბაშიძე

კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"

არჩევის ფორმა: პროპორციული წესით
კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"
დაბადების თარიღი: 1964 წლის 20 თებერვალი
ტელეფონი: (0322) 28 54 66
ელ-ფოსტა: abashidze64@bk.ru
განათლება:უმაღლესი, ფილოსოფოსი
საქმიანობა უმაღლეს საბჭოში:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრი
დამატებითი ინფორმაცია
დაიბადა 1964 წლის 20 თებერვალს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალში
1981 წელს დაამთავრა ჭარნალის საშუალო სკოლა
1982-84 წლებში იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში (გერმანია)
1984 წელს საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში
1986-1987 წლებში სწავლობდა ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსამზადებელ ფაკულტეტზე
1987-1992 წ.წ. სწავლობდა და დაამთავრა ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ქ. ეკატერინბურგში
1988-1990 წ.წ. მუშაობდა ”სოიუზმეტროსპეცსტროიში” გვირაბგაყვანის მომპირკეთებლად
1990-1994 წ.წ. იყო შპს ”არგოს” დირექტორი და თანადამფუძნებელი
1994-1997წ.წ - შპს ”ასფას” მომმარაგებელი
1997-2000 წ.წ. შპს ”ლესპრომკომპლექტის” დსთ-ს აღმოსავლეთ ქვეყნებთან ურთიერთობის მენეჯერი
2001 წლის დასაწყისში დაბრუნდა საქართველოში
2003-2006 წ.წ. მუშაობდა შპს ”მერკურის” მომმარაგებლად
2009 წლიდან პოლიტიკური გაერთიანება ”ეროვნული ფორუმის” წევრია
ფლობს რუსულ და თუქულ ენებს
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი
<< უკან დაბრუნება

დღის წესრიგი

22 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

16 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა

15 მარტი 2017 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2017 წლის 16 მარტის N8 სხდომა




Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია