საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

უმაღლესი საბჭოს წევრი

ზამბახიძე პეტრე

"ევროპული საქართველო"

არჩევის ფორმა: პროპორციული წესით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 4 აგვისტო

ტელეფონი: +995 32 228 54 80, მობილური: +955 577 76 08 04

ელფოსტა: petka@lawyer.com

განათლება: უმაღლესი, სამართალმცოდნე, კონსტიტუციონალისტი  

1993-1998 წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა, კვალიფიკაცია - იურისტი

2004 წელი - პოლონეთის ჰელსინკის ფონდის ადამიანის უფლებათა სკოლის კურსდამთავრებული, ადამიანის უფლებათა ტრენერი

2006-2007 წწ. - თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებული

2007 წელი - აშშ კონგრესისა და ,,საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოს" საკანონმდებლო პროგრამის კურსდამთავრებული

2013-2014 წწ.  - ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, კურსდამთავრებული

საქმიანობა უმაღლეს საბჭოში:

დამოუკიდებელი უმაღლესი საბჭოს წევრი

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის წევრი

საკონსტიტუციო, იურდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრი

უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი

სამუშაო გამოცდილება:

1994-1998 წწ. - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობი კავშირი" - გამგეობის წევრი, საქართველოს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", წევრი, უფასო იურიდიული კონსულტაცია და სამართლებრივი დახმარება

1998-2004 წწ. - საზოგადოებრივი გაერთიანება „მოსახლეობის ინტერესების დამცველთა კავშირი“ - დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე

1999-2001 წწ. - ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩევნების მონიტორინგი

1999-2004 წწ. - პროექტები: „უფასო იურიდიული კონსულტაცია და სამართლებრივი დახმარება“, „ინფორმაციის თავისუფლება ბათუმში“, „ბავშვთა უფლებების დაცვა“, „სამოქალაქო ინტერესების დაცვა“, „ადვოკაცია“

2002-2003 წწ. - „ადამიანის უფლებათა კავკასიის დირექტორატი“-ს აჭარის წარმომადგენლობისა და პროექტ - „სამართლიანი სასამართლოს“ - ხელმძღვანელი

2003-2004 წწ. -  სახალხო მოძრაობა - ,,ჩვენი აჭარა" დარბაზის წევრი

20.07.2004-02.12.2008 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი; საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

2007-2008 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

02.12.2008-28.10.2012 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი; საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

2009 წლიდან - ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის წევრი, რეგიონთა პალატა, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, მონიტორინგისა და მიმდინარე საკითხთა კომისიის წევრი, საქართველოს დელეგაციის წევრი

2009-2010 წწ. - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი

28.10.2012-28.11.2016 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის წევრი

2014-2016 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი

28.11.2016 წლიდან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის წევრი, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრი

20.04.2017 წლიდან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს

დასაოჯახებელი

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი