A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: content

Filename: modules/share_model.php

Line Number: 195

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: title

Filename: modules/share_model.php

Line Number: 217

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: content

Filename: modules/share_model.php

Line Number: 221

ინფორმაცია გასაუბრების განრიგის თაობაზე


       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში არსებული პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია და დახურული კონკურსების II ეტაპით გათვალისწინებული - კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შეფასება, გასაუბრების ფორმით, გაიმართება 2018 წლის 22 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში, მე-3 სართულზე, ბიუროს ოთახში (მისამართი: დაბა ჩაქვი, ბ. მეგენეიშვილის ქ. N25). 

       გასაუბრების ეტაპზე კანდიდატის შეფასება მოხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად. მოწმდება მისი სამუშაო გამოცდილების/პროფესიული ცოდნის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სამუშაო აღწერილობასთან. ასევე, შემოწმდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების ცოდნა.

         კონკურსში მონაწილე კანდიდატებს გასაუბრება ჩაუტარდებათ შემდეგი განრიგის მიხედვით:

         10:00 საათიდან – 14:00 საათამდე

   ა) ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო განყოფილების მეოთხე რანგის პირველი    კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე;

     ბ) იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე;

         15:00 საათიდან - 18:00 საათამდე

   ა) ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) პოზიციაზე:

          ბ) მთავარი ბუღალტერის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) პოზიციაზე;

    გ) იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)პოზიციაზე.

   ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული სამუშაო აღწერილობები და სტრუქტურული ერთეულის დებულებები შეგიძლიათ იხილოთ კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში მითითებულ ლინკზე.