A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: content

Filename: modules/share_model.php

Line Number: 195

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: title

Filename: modules/share_model.php

Line Number: 217

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: content

Filename: modules/share_model.php

Line Number: 221

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატი აცხადებს ღია და დახურულ კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:


      ღია კონკურსი:

    ა) ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;

      ბ) იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.

     დახურული კონკურსი:

         ა) ბუღალტერია - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - მთავარი ბუღალტერი;

    ბ) ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - დეპარტამენტის უფროსი;

    გ) იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - დეპარტამენტის უფროსი.

     ღია და დახურული კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. ღია კონკურსი ცხადდება მეოთხე რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად და ასევე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით. მოხელის გამოსაცდელი ვადაა 12 თვე.

     მოხელე ზემდგომი (მესამე, მეორე ან პირველი) რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

     განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეესაბამებოდეს ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N 120/ნ ბრძანებას.

    სრული ინფორმაცია იხილეთ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.hr.gov.ge

   კანდიდატებს განაცხადების გადარჩევის ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge-ს მეშვეობით, ხოლო მომდევნო ეტაპების შესახებ ინფორმაცია (დროის და ადგილის), მათ შორის მომდევნო ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია, ასევე, კონკურსთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, განთავსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე http://sca.ge/geo/static/275

        დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები და სამუშაო აღწერილობები იხილეთ უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე http://sca.ge/geo/static/275

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
151617182021
22232425262728
2930