A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: content

Filename: modules/share_model.php

Line Number: 195

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: title

Filename: modules/share_model.php

Line Number: 217

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: content

Filename: modules/share_model.php

Line Number: 221

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

 აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს (არაანაზღაურებადი სტაჟირება)

აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში


სტაჟირების კონკურსის ჩატარების ადგილი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი, მეგენეიშვილის ქ.N25.

სტაჟირების კონკურსის ეტაპები: დოკუმენტების გადარჩევა და გასაუბრება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში მისამართზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი, მეგენეიშვილის ქ. N25, 09:00-დან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

სტაჟირების ვადა შეადგენს 03 (სამ) თვეს.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო კრიტერიუმები და რაოდენობა.

 

 

 

სტრუქტურული ერთეული

რაოდენობა

 

   კვალიფიკაცია

 

1.

 

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის აპარატი

1

უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი -ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობის ან აგრონომიის სპეციალობით

 

2.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის აპარატი

1

უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი - სამართალმცოდნეობის სპეციალობით

 

3.

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის აპარატი

1

უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი

 

4.

 

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის აპარატი

1

უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი - სამართალმცოდნეობის სპეციალობით

 

5.

 

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის აპარატი

1

უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი - ეკონომიკის სპეციალობით ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ფინანსების სპეციალობით

 

6.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის აპარატი

1

უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი

 

7.

იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

2

უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობის

სპეციალობით

 

8.

 

საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი

2

უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი

 

9.

 

ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1

უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის სპეციალობით ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების სპეციალობით

 

10.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი

1

უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი. სპეციალობით/პროფესიით ფოტოგრაფი

11.

ბუღალტერია

1

უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი - ეკონომიკის სპეციალობით (სასურველია გავლილი ჰქონდეს საბუღალტრო კურსი)

12.

აპარატის უფროსის სამდივნო

1

უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი

 

 

კონკურსზე გასაუბრების თემატიკა: იმ სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების ცოდნა (აპარატის დებულება), რომელშიც სურს სტაჟირების გავლა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უმაღლესი საბჭოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის სახელზე;

ბ) CV;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) დიპლომის ასლი/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;

ე) ერთი ფოტოსურათი (3X4).

კონკურსში მონაწილეობის მსურველს საბუთების წარმოსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადა, 2018 წლის 31 იანვრიდან 2018 წლის 09 თებერვლის ჩათვლით.

გასაუბრების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან ერთი კვირის ვადაში.