12 დეკემბერი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედ ხელმძღვანელს - დაგლას უებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ერთობლივად განხორციელებული, მიმდინარე პროექტები, საერთო მიღწევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 „UNDP-ის მხარდაჭერითა და მათთან ნაყოფიერი თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები ხელს გვიწყობს ევროპული დემოკრატიის პრინციპების დამკვიდრებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაში ,“ - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

 სტუმარმა დაათვალიერა შენობაში არსებული ხელმისაწვდომობის კომპონენტები (ტაქტილური ბილიკები, ლიფტი და ა.შ), ბიუროს ოთახი, სასესიო დარბაზი და გაეცნო მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მუშაობას.

  „აჭარის უმაღლესი საბჭოს პროგრესი ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით, მისასალმებელია, პროგრესია მოქალაქეთა ჩართულობის, ღიაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებითაც, რაც ძალზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დაგლას უებმა. 

  ევროკავშირისა და  UNDP-ის ხელშეწყობით, აჭარის უმაღლეს საბჭოში განხორციელდა მთელი რიგი რეფორმები, შემუშავდა შენობისა და ვებგვერდის ხელმისაწვდომობის კონცეფციები, რომელთა შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციული შენობა, რეგიონში ერთ-ერთი პირველია, რომელიც სრულადაა ადაპტირებული შშმ პირთათვის. ამასთან, ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაინერგა ჩართულობის ახალი მექანიზმები, შეიქმნა მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, ახალი ვებპორტალი - chaerte.sca.ge, რომელიც მოქალაქეებს ხელსაყრელ ელექტრონულ სერვისებს სთავაზობს.

  თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2019-2023 წლებში, განხორციელდა პროექტი - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ და მიმდინარე წლის დეკემბერში, კვლავ ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიწყო ახალი, ორწლიანი პროექტი სახელწოდებით - „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“.

 

 

      

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი