14 ივნისი

ბათუმი სეზონური დასაქმებისთვის ძალიან კარგი ლოკაციაა, მაშინ როდესაც ტურიზმი პერიოდულად ვითარდება. წელს პირველად ჩვენს სანაპიროზე ქალ მაშველებს მიეცათ დასაქმების შესაძლებლობა, რაც მათი მხრიდანაც გაბედული/თამამი გადაწყვეტილებაა და რასაც მივესალმები. სოციალურ ქსელში ამ ფაქტთან დაკავშირებით არაერთი ხუმრობა და უხამსი შეფასებები შეგვხვდა. ჩემთვის ისიც გასაგებია, რომ თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც დაწერს ეს მისი საქმეა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არაჯანსაღია, განცხადებები შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს.