საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

24.ნოემბერი.2026
ქედის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით, 3 820 000 ლარით, ანუ 11.63%-ით გაიზარდა და 36 680 100 ლარს შეადგენს.
საჯარო განხილვას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქედის დელეგატი ნადიმ ვარშანიძე, ქედის მერთან, მამუკა თურმანიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან ცინცაძესთან ერთად დაესწრო.
 
როგორც შეხვედრაზე ნადიმ ვარშანიძემ აღნიშნა, 2027 წლის ბიუჯეტში მთავარი აქცენტი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, საგზაო და კომუნალური სისტემების მოწესრიგებაზე, სოციალური პროგრამების დაფინანსებასა და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებაზე კეთდება. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო პრიორიტეტები პასუხობდეს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობდეს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
 
მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ადგილობრივ მოსახლეობასა და დაინტერესებულ პირებს ქედის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ეკა გოგუაძემ წარუდგინა.
 
მომდევნო წლის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
ინფრასტრუქტურა და მუნიციპალური კომუნალური სერვისები - 11 916 900 ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 3 828 000 ლარი;
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 6 880 100 ლარი;
განათლება - 4 122 600 ლარი;
 
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები - 7 754 400 ლარი;
დასუფთავება და გარემოს დაცვა - 2 178 100 ლარი.
გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.
სურათები