საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

21.აგვისტო.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ორგანიზებულ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე და ცენტრის ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრამების შედეგების შეჯამებას, გამოცდილების გაზიარებას, სამომავლო თანამშრომლობისა და განვითარების ხედვების განსაზღვრას.

შეკრებილებმა  თემაზე „პრევენციიდან შედეგამდე - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამები” განიხილეს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა ამ სფეროში განხორციელებული პროექტების შედეგებზე, მიღწევებსა და გამოცდილებაზე ისაუბრა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 10 მილიონ ლარზე მეტით 14 მიზნობრივ პროგრამას აფინანსებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სერვისით კი 13 000-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ქალის რძის პირველი ბანკიც გაიხსნა, რაც მაღალი რისკის ახალშობილთა გადარჩენასა და ჯანმრთელობის დაცვას შეუწყობს ხელს.



სურათები