საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

20.აგვისტო.2026

ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026“ გაიმართა. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრნენ.

ღონისძიების  მიზანია მეფუტკრეობის დარგის განვითარება, ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა და ქართული თაფლის პოპულარიზაცია.

ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 40-ზე მეტმა მეფუტკრემ წარმოადგინა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ და შეეძინათ აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში წარმოებული თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები. ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ფესტივალის ფარგლებში კულტურული და გასართობი აქტივობები გაიმართა.

ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე და მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ბათუმი თაფლის ფესტივალს მეცხრედ მასპინძლობს. ის აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და  სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა.

სურათები