საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

08.ივნისი.2026

     დაბა ჩაქვში, „მაცხოვრის შობის“ სახელობის ტაძრის მშენებლობა იწყება. ახალი ტაძრის საძირკველი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა - მეუფე დიმიტრიმ აკურთხა.
    „ბოლო წლებში დაბა ჩაქვი სწრაფად ვითარდება, მოსახლეობაც მატულობს და შესაბამისად, იზრდება მრევლის რაოდენობაც. სულ მალე ულამაზეს ჩაქვს შეემატება ახალი ტაძარი, რომელიც ადგილობრივებისთვის რწმენის, ერთობისა და სულიერი სიმტკიცის კერა იქნება “, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ.
   ტაძრის საძირკვლის კურთხევას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და მრევლთან ერთად, უმაღლესი საბჭოს წევრი - ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი - ირაკლი ცეცხლაძე, ეპარქიის სასულიერო პირები დაესწრნენ.

სურათები