საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

01.ივნისი.2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ფატი ხალვაში, ლაშა სირაბიძე, დავით თედორაძე, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრსა და კლინიკა „ფარმალიას“ ეწვივნენ, პატარა ბენეფიციარებს დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრებით გაახარეს.

      „მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე დღეს, ისე როგორც არასდროს, მშვიდობიან გარემოში ბავშვთა აღზრდა-განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თითოეული პატარა ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს. მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო,  გარემოში განათლების მიღებისა და ჯანსაღი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობები“, - აღნიშნა ილია ვერძაძემ.

     საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები გაესაუბრნენ პატარებს, მათ მშობლებსა და მედიკოსებს, გაეცნენ მათ საჭიროებებს, დაათვალიერეს ორივე სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებული სივრცეები, სადაც ბენეფიციარებს სხვადასხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობენ.

        ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე —  1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან, ყოველწლიურად, 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.

 

სურათები